მთავარიჩვენ შესახებკონკურსებიპროგრამები
სტანდარტებისერტიფიცირებაპესტალოციინკლუზიური განათლებაასწავლე საქართველოსთვისვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენაასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადმაძიებლობაქართული ენა მომავალი წარმატებისთვისინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები მასწავლებლებისთვისსკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
ტრენინგებირესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
რესურსები
 სახელმძღვანელოები
 კანონმდებლობა
 სასწავლო ფილმები
 ინტერნეტ რესურსები
 ელექტრონული რესურსები
 ჟურნალი "მასწავლებელი"
 სოციოლოგიური კვლევები
 სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე
 ვიდეო გაკვეთილები
 ელექტრონული ბიბლიოთეკა

სახელმძღვანელოები
 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მასალა ხელს უწყობს როგორც, ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ასევე, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადებას.

ცენტრის გამოცემები, რომლის შეძენაც შეგიძლიათ "ბიბლუსის" ფილიალებში

ცენტრის გამოცემების შეძენის მსურველთათვის

პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის

მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერია განვითარებისა და სწავლის თეორიების მიმართულებით

           

           

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ რესურსს სთავაზობს მასწავლებლებსა და განვითარებისა და სწავლის თეორიებით დაინტერესებულ პირებს.

სახელმძღვანელოები წარმოადგენს ერთგვარ სერიას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს შემდეგ თემებს:

ბიჰევიორიზმი
სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია
ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორია
კონსტრუქტივიზმი
მორალური განვითარების თეორია
ჰუმანისტური თეორია
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

სახელმძღვანელოები დაეხმარება მასწავლებელს როგორც სერტიფიცირებისთვის მზადებაში, ასევე პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში. წიგნები საქართველოს ყველა საჯარო სკოლას 2-2 ეგზემპლარად უსასყიდლოდ გადაეცემა.

მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერიის შეძენის მსურველთათვის

კითხვის ეფექტური მეთოდები 2 (სასწავლო-მეთოდური ფილმი და მისი გზამკვლევი)

 

 


”კითხვის ეფექტურიმეთოდები 2” (ფილმი და მისი გზამკვლევი) აერთიანებს კითხვის უნარების განმავითარებელ 4 მეთოდს და ერთ აქტივობას/მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შემოქმედებითად ორგანიზებას.  ფილმში წარმოდგენილია ე.წ. მუშა, სამუშაო გაკვეთილები, რომელიც ნათლად აჩვენებს მეთოდის სტრუქტურას და განხორციელების საფეხურებს, ხოლო გზამკვლევში მოცემული თეორიული მასალა წარმოდგენს ამა თუ იმ მეთოდის კონცეფციას.

ფილმი და გზამკვლევი დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაში. მოცემული რესურსის გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ასევე, იგი წარმოადგენს ეფექტურ სატრენინგო მასალას.



სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი

სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი  შეიქმნა სკოლის დირექტორების დასახმარებლად, რათა დირექტორმა მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად შეძლოს, სკოლა წარმატებული გახადოს. სახელმძღვანელოში განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. დირექტორებს ვთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისათვის, როგორ გახდეს სკოლა სწავლისა და მუშაობისათვის უსაფრთხო.  სახელმძღვანელოში სკოლის დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში გაეცნობით ასევე რეკომენდაციებს  საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად. 


გამოვიდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზამკვლევი


 


დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს სკოლის დირექტორის სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა თუ კომპეტენციებს და წარმოადგენს სტანდარტის გზამკვლევს.

 

სახელმძღვანელო დაეხმარება სკოლის დირექტორებს სკოლის ეფექტურად მართვასა თუ სერტიფიცირებისთვის მზადებაში. თითოეული თავის ბოლოს წარმოდგენილი სიტუაციური მაგალითები ხელს შეუწყობს წიგნში განხილული საკითხების პრაქტიკაში დანერგვასა და განხორციელებას.
 

მენტორის სახელმძღვანელო   მაძიებლის სახელმძღვანელო

             



მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო (სამტომეული)

                    განვითარებისა და სწავლების თეორიები

                           


სწავლება და შეფასება                    სასწავლო და პროფესიული გარემო

                             

__________________________________________________________

 

  • ეფექტური სწავლება სკოლაში – რ. მარზანო;
  • პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი – ჯ. თერნბული;
  • ინტერკულტურული განათლება;
  • მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
  • ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო;
  • რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • კლასის მართვა (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მასწავლებლებისთვის
  • სტატიები განათლების საკითხებზე
  • ”კითხვის ეფექტური მეთოდები” გზამკვლევი



  • ____________________________________________________________