მაძიებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია Print E-mail


მაძიებლობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველი სასწავლო წლის ოქტომბერში, იმ ქალაქების რესურს-ცენტრებში, რომელშიც ხორციელდება პროგრამა.

მაძიებლობის კანდიდატს რეგისტრაციის მიზნით რესურს-ცენტრში  წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ერთ ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი.

 

რეგისტრაციის საფუძველზე, მაძიებლობის კანდიდატი მონაწილეობს კონკურსში - მას იწვევენ ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სხვა კანდიდატებთან ერთად მონაწილეობს გასაუბრებაში  სკოლის კომისიის წინაშე.

კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი რესურს-ცენტრის წარმომადგენელი და იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მენტორი, განსაზღვრავს მაძიებელთა შესარჩევი კონკურსის შინაარსსა და ფორმას ცენტრის რეკომენდაციის საფუძველ

მაძიელობის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში, მაძიებელი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე.

 

2010 წლის აგვისტოში შემუშავდა მასწავლებელთა მაძიებლობის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდი გავლის წესი, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მაძიებლობის პერიოდის გავლის პირობებს. 

”მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი”.