|
სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს მასწავლებლის სერტიფიკატს. თუმცა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სერტიფიკატის ტიპების განსაზღვრა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, დაწყებითი საფეხური 1-6 კლასებს მოიცავს, მაგრამ დღეისათვის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა 1-4 კლასებში ასწავლის, ხოლო მე-5 და მე-6 კლასებში ქართულს, მათემატიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლები ასწავლიან. ამ რეალობის გათვალისწინებით, მომზადდა ცვლილებებისა და დამატებების პაკეტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, რომელშიც, გარდამავალი პერიოდისთვის, ანუ 2014 წლამდე, გათვალისწინებულია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის რამდენიმე სერტიფიკატი, ესენია:
1-4 კლასების მასწავლებლები, რომლებიც ამ კლასებში ქართულს, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლიან; 1-6 კლასების მასწავლებლები (სერტიფიკატი გათვალისწინებულია თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი საგნისთვის).
ცვლილების საფუძველზე, მე-5 და მე-6 კლასში სწავლების უფლების მოპოვება შეუძლია როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო/საშუალო საფეხურის მასწავლებლებს.
|