ცენტრის შესახებ ბეჭდვა E-mail

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

2008 წლიდან ცენტრი თავის საქმიანობას ორი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს:
• მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება;
•კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.