|
|
| 21 თებერვალი, 2012 |
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
|
| 14 თებერვალი, 2012 |
მისაქციელის საჯარო სკოლაში ქიმიის
საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს
ბავშვებთან და სკოლის პედაგოგთან ერთად მასწავლებლის სახლის ქიმიის კონკულტანტი და
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.
|
| 13 თებერვალი, 2012 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს. გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია.
|
| 11 თებერვალი, 2012 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს.
|
| 9 თებერვალი, 2012 |
დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა. მიმდინარე წელსაც რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (http://tpdc.ge/ge/direqtorebis-konkursi).
|
| 1 თებერვალი, 2012 |
საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას. დღეს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
|
| 27 იანვარი, 2012 |
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბუკების
ტრენერებისთვის ბორჯომში ტრენინგები
ჩაატარა. ელექტრონული სწავლების გაუმჯობესების
მიზნით გადამზადება საქართველოს ყველა კუთხის ტრენერმა გაიარა. ღონისძიებას
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია
მამულაშვილიც დაესწრო.
|
| 27 იანვარი, 2012 |
მასწავლებლის სახლში
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწო.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია
მამულაშვილიც დაესწრო.
|
|
|
|
|