|
მასწავლებლის სახლი დაინტერესებულ
პირებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული
სასწავლებლების დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სთავაზობს მოკლე და გრძელვადიან ტრენინგებს პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში. ჩვენს ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ელექტრონული რეგისტრაცია
მასწავლებლის სახლში დაგეგმილ
შემდეგ აქტივობებზე:
სასერტიფიკაცო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი
ტრენინგები ჩატარდება პროფესიულ უნარებში და ყველა საგნობრივი
ჯგუფისთვის. ტრენინგ-მოდული აგებულია მასწავლებლის სტანდარტისა და საგამოცდო საკითხების
გათვალისწინებით. ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნა დაეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებაში.
პროფესიული განვითარების
ტრენინგი
ტრენინგები ტარდება როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე
ყველა საგანში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არასერტიფიცირებულ, ასევე
სერტიფიცირებულ პედაგოგებს. პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებლებს
ტრენინგზე დასწრებით საშუალება ეძლევათ დააგროვონ მასწავლებლობის უფლების განახლებისა
და კატეგორიის მინიჭებისთვის სავალდებული კრედიტები.
სამუშაო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები
სამუშაო შეხვედრებსა
და სემინარებს ჩაატარებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ისინი კოლეგებს გაუზიარებენ ცოდნასა და მიღებულ გამოცდილებას.
გაიმართება ადგილობრივი, საერთაშორისო და ონლაინ კონფერენციები. ღონისძიებებში მონაწილეობის
მიღება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს.
სამოდელო გაკვეთილები, მასტერკლასები
მასწავლებლის სახლში
სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ როგორც ექსპერტები და მოწვეული
სპეციალისტები, ასევე თვითონ მასწავლებლებიც. პედაგოგებს შეუძლიათ მასწავლებლის სახლში
მოიყვანონ მოსწავლეები და ჩაუტარონ გაკვეთილები
ინტერაქტიული დაფის „სმარტ-ბორდის“ გამოყენებით. პედაგოგებისთვის ამ აქტივობებში
მონაწილეობის მიღება ასევე შეუზღუდავია.
ელექტრონული რეგისტრაცია
დამატებითი ტრენინგები მასწავლებლებისთვის
დამატებითი ტრენინგები დირექტორებისთვის |