17 აგვისტოს, 14 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს გამოაქყვეყნებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ბრიფინგს გამართავენ.