დასრულდა პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპი (გასაუბრება).
შერჩეული 163 კანდიდატის სია
_________________________________________________________________________________
დასრულდა პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში პროგრამის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტირების შედეგად გამსვლელ ქულად განისაზღვრა 50.
მესამე ეტაპზე გასულ კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: დ. უზნაძის ქ. № 52). გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ სიაში იხილოთ მესამე ეტაპზე გასული კონკურსანტების ვინაობა და გასაუბრების დრო.
გასაუბრებაზე დაბარებულმა კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქართული ენის შესწავლას სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში, ეროვნული უმცირესობები სხვადასხვა ღონისძიებებით შეძლებენ, რომელიც მოიცავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას.
მეორე ეტაპის ტესტირების შედეგები
_________________________________________________________________________________________