ბუკების ტრენერების ტრენინგი ბეჭდვა E-mail

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბუკების ტრენერებისთვის ბორჯომში  ტრენინგები ჩაატარა.  ელექტრონული სწავლების გაუმჯობესების მიზნით გადამზადება საქართველოს ყველა კუთხის ტრენერმა გაიარა. ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრო. 

ტრენერებს მასწავლებლის სახლისა და კომპანია „მაიკროსოფტის“ წარმოამდგენლებმა პრეზენტაციები ჩაუტარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მაიკროსოფტის უახლესი პროგრამა „ლინკი“-ონლაინ-კონფერენციებისა და დისტანციური შეხვედრების წარმოებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კლასის მართვა, ვიდეო ფაილებისა და ფლეშ ბარათების წარმოება უცხო ენის სწავლებისას, აგრეთვე აუდიო მასალების მომზადება ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებზე და სხვა. ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა პირველ კლასში სწავლების თავისებურებებსა და ეფექტური კომუნიკაციების მთავარ პრინციპებზეც. 

ბუკების ტრენერების ტრენინგი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.