|
მისაქციელის საჯარო სკოლაში ქიმიის
საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს
ბავშვებთან და სკოლის პედაგოგთან ერთად მასწავლებლის სახლის ქიმიის კონსულტანტი და
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.
მასწავლებლის სახლის კონსულტანტმა სკოლაში
მოძრავი ლაბორატორია ჩაიტანა და ბავშვებს ადგილზე სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩაატარებინა.
გარდა ამისა მათთვის მოეწყო პრეზენტაცია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების სწორად
გამოყენების შესახებ. სახალისო გაკვეთილის ჩატარებაში ადგილობრივ პედაგოგებს
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის
მაგისტრატურის სტუდენტებიც ეხმარებოდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გაკვეთილის შემდეგ
მისაქციელის სკოლაც დაათვალიერა.
მსგავს ვიზიტებს მასწავლებლის სახლის
წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლებში მომავალშიც განახორციელებენ. |