|
მასწავლებლის სერტიფიცირება მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას და პედაგოგის როლის გამოკვეთას საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებაში.
მასწავლებლის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს პროფესიის რეგულირებას, პროფესიული განვითარების მიზანმიმართულ დაგეგმვას და სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს დაადასტუროს თავისი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტთან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს კვალიფიკაციის შესაბამის სერტიფიკატს.
|