|
წელს პირველად, სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ სასერტიფიკაციო გამოცდა არა მხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად ხელოვნებისა და სპორტის დარგების წარმომადგენლებმა იმუშავეს.
2012 წელს პირველად ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტალურ ნაწილში გამოცდას საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებიც ჩააბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასასვლელად ერთწლიანი სტაჟი სავალდებულო აღარ არის. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელებმა რეგისტრაციის პირველი ეტაპი გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge; online.naec.ge) ვებ-გვერდზე ელექტრონულად, Online რეჟიმში უნდა გაიარონ. შემდეგ ეტაპზე, მათ უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელსაც წარადგენენ ელექტრონულ რეგისტრაციაში მითითებულ რესურს-ცენტრში. მასწავლებლების საბოლოო დარეგისტრირება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდება. |