სერტიფიცირების პროცესი ბეჭდვა E-mail

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლიდან დაიწყო მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესი. სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა ორი მიმართულებით: საგნობრივი ტესტები და პედაგოგიური უნარების ტესტები. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა 2010 წელს საბაზო/საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და პედაგოგიურ უნარებში.

2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ყველა მოქმედ მასწავლებელს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას პედაგოგიური განათლება, ან პირს, რომელიც ამჟამად არ მუშაობს სკოლაში, მაგრამ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ასევე პირს, რომელმაც წარმატებით გაიარა მაძიებლობის 1 წლიანი პერიოდი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების საფუძველზე ამზადებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტების შინაარსს. ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში მათ მიეცემათ შესაძლებლობა განმეორებით ჩააბარონ გამოცდები.
2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო.