გაცვლითი და დამეგობრების პროექტები ბეჭდვა E-mail

2011 წელს პროგრამის: ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა გაცვლითი პროგრამები. სომხური და აზერბაიჯანული სკოლები დამეგობრდნენ სხვადასხვა რეგიონის ქართულ სკოლებთან.

30-მდე ტრენერ-მასწავლებლებმა მოიძია პარტინიორი სკოლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, გარდაბანი, საგარეჯო, ჩაქვი, ზესტაფონი, ხაშური და სხვ.) და მოაწყო გაცვლითი ღონისძიებები, ესენია: ერთმანეთთან ვიზიტი და ცხოვრება 1 კვირის განმავლობაში, გაკვეთილებზე დასწრება,  საერთო კონცერტი/სპექტაკლი, სხვადასხვა კერძების გაცნობა, ქართული მართლმადიდებლური, სომხური სამოციქულო ეკლესიების, მეჩეთების და სხვა კულტურული ძეგლების დათვალიერება.  გაცვლითი პროექტის დასკვნითი შეხვედრა ხშირად ხდება თბილისში, სადაც რიგ ღირშესანიშნაობების დათვალიერებასთან ერთად პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ მასწავლებლის სახლი, სადაც მათ ხვდებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და პროგრამის: ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” კოორდინატორი.

გაცვლითი/დამეგობრების პროექტებში ხშირად ხვდებიან სამივე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) ეროვნების მოსწავლეები და მასწავლებლები, რაც ინტერკულტურული ურთიერთობის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს.