|
იმისათვის რომ მასწავლებელს სრულად შეექმნას ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა, სკოლაში აუცილებელია კომპიუტერული ლაბორატორიების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგები ოპერაციული სისტემისა და ადგილობრივი ქსელის ადმინისტრირებაში.
2010 წელს 361-მა სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა გაიარა ვინდოუსის და ლინუქსის ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების კურსი 55 რაიონიდან: ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, ვანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ლენტეხი, მარნეული, მარტვილი, მესტია, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ონი, საგარეჯო, სამტრედია, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქუთაისი, ყაზბეგი, ყვარელი, ჩოხატარუი, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა, წალკა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხონი. |