|
მე-2 დონის ტრენინგ-კურსი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში” განხორციელდა შემდეგ 52 რაიონში: ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ახალქალაქი, ახმეტა, ბათუმი, ბაღდათი, ბორჯომი, ბოლნისი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ლენტეხი, მარნეული, მარტვილი, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, სამტრედია, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქედა, ქობულეთი, ქუთაისი, ყვარელი, შუახევი, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხელვაჩაური, ხონი, ხულო. 2010 წელს ისტ-ის მეორე დონის კურსი სულ 3587-მა მასწავლებელმა გაიარა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ტრენინგის მეგზური სახელმძღვანელო "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. კურსი 39 საათს მოიცავს, რომელიც 4 მოდულადაა დაყოფილი: ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება; ისტ-ით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება; პროფესიული განვითარება ისტ-ის საშუალებით.
|