|
ინკლუზიური განათლების მიმართულება შეიქმნა 2009 წლის აგისტოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიმართულების მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის სპციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში. ხელშეწყობა სპეციალური პროფილის მქონე სკოლებისთვის, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილოება ინკლუზიური განათლების დანერგვაში.
გასულ წელს ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში დასრულდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
გასულ წელს ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში დასრულდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
2010 წელს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაყრდნობით შეიქმნა სატრენინგო მოდული, ასევე მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ”ინკლუზიური განათლების დანარგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში” წარმომადგენლაბთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ჩატარდა რეგიონული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა. კონფერენციები გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან და სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა ცვლილებები საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შეასხებ ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით.
2011 წელს იგეგმება სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლების ყველა მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის გადამზადება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. ასევე სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. კერძოდ სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებიდან 24 მასწავლებლის შერჩევა და მომზადება კონსულტანტებად, რომლებიც 36 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩაატარებენ ტრენინგებს ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის დასრულების შემდეგ კონსულტანტ მასწავლებლებს სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებიდან დამოუკიდებლად შეძლებენ ტრენინგების ჩატარებას და სხვა მასწავლებლების კონსულტირებას.
2011 წელს ასევე იგეგმება მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სკოლის კონცეფციის შემუშავება და სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
სპეციალური მასწავლებლის განმარტება და სამუშაო აღწერილობა |