|
2008-2009 და 2009-2010 სასწავლო წლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პროექტის მიზანად ისახავდა:
• მაძიებლობასთან/მენტორობასთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას;
• საქართველოში მაძიებლობის ინსტიტუტის დანერგვა-განვითარებისთვის საფუძვლის მომზადებას;
• ხელი შეუწყოს დამწყები მასწავლებლების პროფესიულ განვითარებისთვის ხელშეწყობას.
2008 - 2009 სასწავლო წელს მაძიებლობის საპილოტე პროექტში მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული 48 მაძიებელი და 28 მენტორი საქართველოს 24, მათ შორის 2 სოფლის საჯარო სკოლიდან.
უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2009 წლის ივლისში მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით განათლების ექსპერტთა ევროპული სემინარი ,,პესტალოცი‘‘ გაიმართა, რომელიც მაძიებლების/დამწყები მასწავლებლების მენტორობის თემას მიეძღვნა. სემინარზე, რომელშიც 10 ქართველი და 10 უცხოელი მენტორი, მაძიებელი, მასწავლებელი და განათლების ექსპერტი მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყო მაძიებლობის საპილოტე პროექტი, ასევე ესტონეთის, სლოვაკეთის, მალტის, სერბეთის, ხორვატიის პრეზენტაციები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია და შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოში მაძიებლობის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით.
2009 - 2010 სასწავლო წლებში მიმდინარეობდა საპილოტე პროექტის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც შეირჩა 30 მენტორი და ახალციხის ინსტიტუტის, თბილისისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, თბილისის ილია ჭავჭავაძის, თელავის იაკობ გოგებაშვილის, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული 51 მაძიებელი.
პროექტის ორივე ეტაპზე მაძიებლებისა და მენტორების შუალედური ტრენინგები, ადგილზე ვიზიტები და მონაწილეთა აზრის კვლევა ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რამდენიმე პროდუქტი შეიქმნა, კერძოდ: შემუშავდა მენტორისა და მაძიებლის უფლება-მოვალეობები, მენტორისა და მაძიებლის სახელმძღვანელოები, მენტორების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამა, მაძიებლებისა და მენტორების შუალედური ტრენინგ-პროგრამები და სხვა.
|