|
1. მაძიებელი:
ა) მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში ეცნობა მენტორს, სკოლის ხელმძღვანელს, დირექციასა და მასწავლებლებს.
ბ) თანამშრომლობს მენტორთან მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრასა
და ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში. მაძიებელი კეთილსინდისიერად ასრულებს ინდივიდუალური
პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
გ)ესწრება და აკვირდება მენტორისა და სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ
გაკვეთილებს, მონაწილეობს გაკვეთილებისა და
პროფესიული ლიტერატურის განხილვაში.
დ) გეგმავს და ატარებს სადემონსტრაციო გაკვეთილებს, ითვალისწინებს მენტორის
რეკომენდაციებს და ზრუნავს საკუთარი მოტივაციის
ამაღლებაზე.
ე) ჩართულია მოსწავლეებთან საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ
მუშაობასა და სასკოლო ღონისძიებებში.
ვ) შეიმუშავებს მაძიებლის სემესტრულ ანგარიშს და წარუდგენს მენტორს.
ზ) რეგულარულად მიმართავს თვითშეფასებას და მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ
გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში.
თ) ქმნის მაძიებლის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
ი) იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული
ეთიკის კოდექსს. |