მენტორის ფუნქციები ბეჭდვა E-mail

1. მენტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მაძიებლობის პროცესს.

ბ) მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში წარუდგენს მაძიებელს სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს.

გ) განსაზღვრავს მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მაძიებელთან თანამშრომლობით ქმნის მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც აღწერს მაძიებლობის პერიოდის გავლის ეტაპებს, მაძიებლისა და მენტორის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, შესრულების პერიოდულობასა და მაძიებლობის პერიოდის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებს.

დ) ატარებს თემატურ და მიზნობრივ კონსულტაციებს მაძიებელთან, უზიარებს მას პროფესიულ გამოცდილებას და აძლევს სათანადო რჩევებს მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ე) ხელმძღვანელობს მაძიებლის მიერ საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ მუშაობას.

ვ) ხელს უწყობს მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ზ)მონაწილეობს მაძიებლის მიერ სადემონსტრაციო გაკვეთილისა და მაძიებლის პორტფოლიოს მომზადებაში.

თ) ესწრება და მაძიებელთან ერთად აანალიზებს სადემონსტრაციო გაკვეთილს.

ი) აფასებს მაძიებლის საქმიანობას ყოველ სემესტრსა და სასწავლო წლის ბოლოს, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად.

კ)   რეგულარულად მიმართავს თვითშეფასებას და მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის  პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში.

ლ) ქმნის მენტორის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

მ) იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.