რამდენიმე რჩევა მაძიებელს ბეჭდვა E-mail

თუ თქვენ მასწავლებლობას აპირებთ, მაშინ ერთი შეხედვით მარტივ კითხვასაც ადვილად გასცემთ პასუხს: ,,რატომ  გახდით მასწავლებელი?‘‘. ყველაზე გავრცელებული  და  ალბათ ყველაზე უარესი  პასუხი ამ კითხვაზე არის ,,იმიტომ, რომ მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა‘‘. სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტთ, შეეცადეთ, საფუძვლიანად გააცნობიეროთ მასწავლებლობის არსი. დასაწყისისთვის, დაფიქრდით თქვენს მოტივაციაზე. არსებობს ბევრი პოზიტიური და სარწმუნო მიზეზი იმისათვის, რომ მასწავლებლობა გინდოდეთ. აქვე მოცემულია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პასუხი.

მასწავლებლობა მინდა, რადგან მიყვარს ჩემი საგანი;

ეს ძლიერი და მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განსაკუთრებით საბაზო/საშუალო სკოლის დონეზე. რასაკვირველია, უნდა გიყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლი და ენთუზიაზმით ეკიდებოდე საქმეს. რადგან, მოსწავლეები მასწავლებლის ენთუზიაზმს ძალიან აფასებენ - ფაქტობრივად, უფრო მეტად, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნას. მოსწავლეებში იმავე ენთუზიაზმის აძვრა, რაც შენშია, ძალიან ძნელი  და იდეალისტურია.რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ კმარა. ხშირად ფიქრობენ, რომ რადგან საგანი კარგად იციან, მისი გადაცემა მოსწავლეებისთვის დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ასეთი მიდგომა გამართლებული არ არის. სწავლება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ,,გადაცემა‘‘. სწორედ ამიტომაა სწავლება რთული და ამავდროულად საინტერესო. ისიც კარგად უნდა გააცნობიერო, რომ შენი საყვარელი საგნის სწავლება მოგიწევს მოსწავლეებისთვის, რომელთა უმრავლესობას (სტატისტიკურად) არ აინტერესებს.

მინდა რამე სასარგებლო და მნიშვნელოვანი გავაკეთო;

ესეც ძალიან კეთილშობილური და მნიშვნელოვანი მოტივაციაა. გაითვალისწინე მასწავლებლის ხელფასი,მაღალი მოთხოვნები და სერიოზული პასუხისმგებლობა. კარგი მასწავლებელი საღამოსაც მუშაობს და შაბათ-კვირასაც, ამასთან ერთად ხშირად ესწრება ტრენინგებს.

მიყვარს ბავშვები;

ძალიან კარგი არგუმენტია, რომ გსიამოვნებთ ბავშვებთან ურთიერთობა. მაგრამ ისინიც ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, როგორც ნებისმიერი ზრდასრულები. თქვენ არ უნდა ეცადოთ აუცილებლად მათი ,,მეგობარი‘‘ გახდეთ.შეიძლება, თქვენსა და ზოგ მოსწავლეს შორის არ იყოს დიდი ასაკობრივი განსხვავება, მაგრამ მათთან გარკვეული დისტანცია აუცილებელია. მოსწავლეები მაინც მიგიღებენ, რადგან მათ მოსწონთ ცვლილება და თან ახალგაზრდა ხართ.გადახედეთ თქვენს მიზნებს: რატომ გინდათ, რომ მენტორი გყავდეთ?

• გყავდეთ მენტორი ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ცვლილებისთვის, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად;
• ნამდვილად მზად ხართ, რომ მოისმინოთ და გაითვალისწინოთ მეგობრული კრიტიკა?განსაზღვრეთ: რას მოელით მენტორისგან და რას გააკეთებთ იმისათვის, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული იყოს?
• იფიქრეთ და განსაზღვრეთ, თუ რა დროს დაუთმობთ მაძიებლობის პროგრამის განხორციელებას თქვენ და თქვენი მენტორი;
• ამასთანავე, რა პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე?
• შეეცადეთ თქვენი მოლოდინი რეალისტური იყოს - მიზნებს ერთ დღეში ვერ მიაღწევთ.  ნუ მოელით სწრაფ ცვლილებებს. ყურადღებით დაგეგმეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ამოცანები და მათი მიღწევის საშუალებები. სწორედ აქ განისაზღვრება კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება, ეტაპები  და სავარაუდო დრო;
• გულახდილად უთხარით მენტორს, თუ რას ელით მისგან. მიზნები და ამოცანები მაძიებლობის პროცესში დაკონკრეტდება;
• გახსოვდეთ, რომ მენტორიც და მაძიებელიც მაძიებლობის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.სთხოვეთ მენტორს გაგიზიაროთ საკუთარი აზრი და რჩევა.
• მოუსმინეთ, მაშინაც კი თუ მენტორის აზრს არ ეთანხმებით;
• დასვით კითხვები ან სთხოვეთ მენტორს ახსნა-განმარტება;
• გაარკვიეთ, რა რესურსები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში  და სად მოიძიოთ ისინი;
• ისწავლეთ პრობლემების მოგვარება.დაიწყეთ წვრილმანით;
• შეადგინეთ მენტორთან მუშაობის სავარაუდო გეგმა, სადაც სამოქმედო გეგმასა და ვადებს განსაზღვრავთ;
• განსაზღვრეთ სამი ძირითადი მიზანი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ჩათვლით, რომ მაძიებლობის პერიოდი წარმატებული იყო.მენტორი არის ადამიანი, რომელმაც უნდა გასწავლოთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ პრობლემებს, რათა წარმატებით მიაღწიოთ თქვენს აკადემიურ და კარიერულ მიზნებს. ის თქვენი მრჩეველი და დამრიგებელია ამ მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეში.კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი, როგორც მაძიებლის მოვალეობები.
• გაარკვიეთ მენტორის მოვალეობები და სამუშაოს მოცულობა;
• გაერკვიეთ თქვენს მოვალეობებში;
• რეალურად განსაზღვრეთ, რამდენი დრო შეიძლება დაგითმოთ მენტორმა და  თქვენი შესაძლებლობა - მიაღწიო დასახულ მიზნებს;
• იყავით მზად ისწავლოთ და მიიღოთ კონსტრუქტიული კრიტიკა.იყავით აქტიური.
• ჰკითხეთ მენტორს რჩევა. მენტორმა ყოველთვის არ იცის როდის  და რაში გჭირდებათ დახმარება;
• თქვენს მენტორთან ერთად კარგად გაერკვიეთ თუ რისი შესაძლებლობა გაქვთ პროგრამის ფარგლებში;
• დასვით კითხვები. კითხვები სწავლის ერთ - ერთი არსებითი კომპონენტია;
• სთხოვეთ მენტორს, აგიხსნათ. ნუ ელოდებით, რომ ყველაფერს მაშინვე/ერთბაშად გაიგებთ;
• შესთავაზეთ მენტორს ახალი იდეები.პრაქტიკულად გამოიყენეთ ყველაფერი, რასაც სწავლობთ.
• განავითარეთ დაგეგმვის საკუთარი უნარი;
• განავითარეთ თვითშეფასების მექანიზმი და შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი საქმიანობა. დაიმახსოვრეთ - იდეალური არავინაა;
• აიღეთ პასუხისმგებლობა პროგრამის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.