|
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“
ახორციელებს პროექტს „გაუმჯობესებული სწავლება და სწავლა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ბავშვების სოციალური ინტეგრაციის მიზნით“.
ეროვნული
უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით,
პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ორი სატრენინგო მოდულის „ქართული ენის სწავლების
ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა“ და „სწავლის და განვითარების თანამედროვე მეთოდები არაქართულენოვანი
საჯარო სკოლებისთვის“ შექმნა არაქართულენოვანი
სკოლების პედაგოგებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის, ასევე სატრენინგო მასალის შეძენა
და ბეჭვდა. სატრენინგო მოდულში აქცენტი გაკეთდა არაქეთულენოვანი საჯარო სკოლების განვითარებაზე,
ყურადღება ექცევა სასწავლო პროცესის მართვას,
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, ანგარიშვალდებულების სისტემასა და მშობლებთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობას.
პროექტის ფარგლებში შექმნილი
მოდულის – „ქართული ენის სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა“ მიხედვით დაიგეგმა
და 23-24 სექტემბერს ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში არაქართულენოვანი
სკოლების ქართული ენის მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობის
მისაღებად მოწვეულ იყო 96 არაქართულენოვანი მაღალკონტიგენტიანი სკოლის ქართული ენის
მასწავლებლები – სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან 38 პედაგოგი, ქვემო ქართლის რეგიონიდან
– 53, ხოლო კახეთიდან – 5. |