პედაგოგების გაგზავნა არაქართულენოვან სკოლებში ბეჭდვა E-mail

არაქართულენოვან სკოლებში, ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში 2011 წელს  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში 140 ბაკალავრის ხარისხის მქონე სასკოლო საგნების სპეციალისტი გაიგზავნა. პროგრამაში ჩართული პედაგოგები ადგილობრივი არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ქართული ენის გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარებიან. პროგრამის მონაწილეები ცხოვრობენ ადგილობრივ ოჯახებში და მათაც ეხმარებიან ენის სწავლის პროცესში.

ასეთი სახის პროგრამა ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა და პედაგოგთა ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას, არამედ ასევე მოსახლეობასთან ინტერაქცია და გაკვეთილების შემდგომი ღონისძიებების განხორციელება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონეს.

პროგრამის მონაწილეები არაქართულენოვან სკოლებში რჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე. პროგრამის ყველა მონაწილე სასწავლო წლის დაწყებამდე სპეციალურ ერთკვირიან ინტენსიური მომზადებას გადის, სადაც სწავლობს როგორც პედაგოგიკის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, ისე წყვილში მუშაობის და ბილინგვური გაკვეთილის წარმართვის ტექნიკას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ბაკალავრ მონაწილეებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო დაუფინანსებს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს.

ამ ეტაპზე, კონკურსის წესით,  დამატებით შეირჩა პროგრამაში მონაწილეობის 163 მსურველი, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან განაწილდებიან არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამის ფარგლებში 2012 წელს არაქართულენოვანი სკოლების 100% დაიფარება.