|
2011 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა
ცენტრმა უზრუნველყო დაწყებითი საფეხურის I-IV დონის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც
განკუთვნილია არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის.
2012 წელს შეიქმნება სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის.
ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო
აგებულია
თანამედროვე
პედაგოგიკის
პრინციპებზე,
რომლის
ქვაკუთხედია
ენის
კომუნიკაციური
სწავლება.
კომუნიკაციურ-ინტერაქტიული
მეთოდი
მნიშვნელოვნად
განსხვავდება
ენის
სწავლების
ტრადიციული
და
გრამატიკულ-მთარგმნელობითი
მიდგომებისაგან.
დაწყებითი
საფეხურის
მოსწავლეებისათვის
განკუთვნილი სახელმძღვანელოების სერია
ასევე
ითვალისწინებს
იმ
სოციოლინგვისტურ
და
ფსიქოლინგვისტურ
ასპექტებსაც,
რომლებიც
დამახასიათებელია
ამ
ასაკობრივი
ჯგუფისათვის.
წიგნის თემატური
ერთეულები
და
მათი
თანამიმდევრობა
აგებულია მოსწავლეთა ინტერესებისა
და
რეალურ
საცხოვრებელ
გარემოში,
ყოფით
სიტუაციებში
მიმდინარე
მოვლენების,
საჭიროებების
გათვალისწინებით.
რაც
შეეხება
გრამატიკის
სწავლებას,
აქცენტი
გაკეთდა ე.წ.
გამოყენებით,
ანუ
კომუნიკაციურ
გრამატიკაზე.
სახელმძღვანელოში
გრამატიკა
არის
ის
იარაღი,
რომლითაც
მოსწავლემ
სათანადო
შედეგს
უნდა
მიაღწიოს.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო
მასალების
სახით,
სასწავლო
პროცესში
გამოყენებულია არამარტო სახელმძღვანელოები,
არამედ
აუდიო/ვიდეო მასალაც.
ამასთანავე, შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული
თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთა პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე
განთავსდა სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge). |