მასწავლებლის სტანდარტი ბეჭდვა E-mail

მასწავლებლის სტანდარტი

მასწავლებლის სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი, ძირითადი ნაწილი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს, რათა მან მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება შეძლოს.

სერტიფიცირების დროს პედაგოგიური უნარების ტესტების ნაწილი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად ნაწილს.

მასწავლებლის სტანდარტის მეორე ნაწილი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. ესენია:

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი; 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტი;

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სტანდარტი;

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის სტანდარტი;

ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებლის სტანდარტი;

საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტი;

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სტანდარტი;

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სტანდარტი;

სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი;

მათემატიკის მასწავლებლის სტანდარტი;

მუსიკის მასწავლებლის სტანდარტი;