|
- ამჟამად პროგრამაში 71 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული.
- პროგრამაში ჩართული პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან: უცხო ენის მასწავლებლები (37,5%), ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები (34,5%), საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლები (10%), ქართული ენა და ლიტერატურა (7%), სხვა (11%).
- "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მთავარი დაინტერესებული მხარე სკოლა, სკოლის პერსონალი, მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. კონსულტანტ-მასწავლებლები პროგრამის ფარგლებში ვალდებულნი არიან, ჩაერთონ სკოლისა და თემის ცხოვრებაში, ადაპტირდნენ სოციალურ გარემოსთან და განახორციელონ სასწავლო პროცესისა და სკოლისათვის სასარგებლო ღონისძიებები თუ პროექტები. დირექტორთა 91%, ხოლო მშობელთა 89 % კმაყოფილია პროგრამის მიმდინარეობით.
- კონსულტანტ-მასწავლებლების უმრავლესობა (98%) აცხადებს, რომ პროგრამამ მათი მოლოდინი გაამართლა.
- პროგრამის დასრულების შემდეგ კონსულტანტ-მასწავლებლების უმრავლესობა (90%-ზე მეტი) გეგმავს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლას და პროფესიაში დარჩენას.
- იმ კლასებში, სადაც ასწავლიან პროგრამაში ჩართული პედაგოგები, ამაღლდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე.
|