მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამები ბეჭდვა E-mail

შერჩეულ კადრებს შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც სჭირდებათ თანამედროვე პედადოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება. შესაბამისად, სწავლების პროცესის მაქსიმალურად ხარისხიანად წარმართვის მიზნით, უტარდებათ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგ-კურსები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა:

-გაკვეთილების სტრატეგიული დაგეგმვა

-სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართვა

-მოსწავლეებთან, კოლეგებთან, თემთან ეფექტური კომუნიკაცია

-კლასის მართვა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება

-საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასება

-პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს კონსულტანტ-მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარება არა მხოლოდ პროგრამის საწყის ეტაპზე, არამედ, მათი რეგულარული ჩართვა სხვადასხვა ტრენინგსა და პროექტში. ამისთვის, ხშირად ეწყობა სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ცვლიან ინფორმაციას, ერთად სახავენ გზებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს; ჩატარებული ტრენინგები ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა, ანგარიშგების სისტემა, კლასის მართვა, სწავლებისა და სწავლის ეფექტური მეთოდები, კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობა. ტრენინგების მონაწილეები მსჯელობენ, რა პროფესიულ ცოდნას უნდა ფლობდეს პედაგოგი ცოდნის პრაქტიკაში ეფექტური გამოყენებისთვის.