|
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ლიდერის თვისებებით გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებსაც შესწევთ უნარი, გაუღვივონ მოტივაცია მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
მასწავლებლების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველა მსურველს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელიმე საგანში, გათვიცნობიერებულია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, არის მოტივირებული და გაცნობიერებული აქვს, რატომ სურს პროგრამაში მონაწილეობა.
კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი ტესტირებაა, რომელიც ადგენს აპლიკანტის საგნობრივ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ტესტირების შედეგები განსაზღვრავს მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების რაოდენობას. მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დგინდება კანდიდატის მოტივაცია, ინტერესი საგნის მიმართ, პიროვნული თვისებები, უცხო გარემოში ადაპტაციის უნარი და სხვა პროფესიული თვისებები. |