პროგრამაში ჩართვის სქემა ბეჭდვა E-mail

თავდაპირველად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ავსებენ შესაბამის ანკეტას. კონკურსის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს საგნობრივ ტესტირებას. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კონკურსანტი მოწვეულ იქნება გასაუბრებაზე;საბოლოოდ შერჩეული მასწავლებლები გადიან მოსამზადებელ ტრენინგებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

- გაკვეთილების სტრატეგიული დაგეგმვა;

- სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართვა;

- მოსწავლეებთან, კოლეგებთან, თემთან ეფექტური კომუნიკაცია;

- კლასის მართვა და მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა;

- პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების დასახვა;

- საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასება;- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.