|
პროგრამა
,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამაა, რომელსაც
ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში
ახორციელებს. საქართველოში პროგრამა ”პესტალოცის”
კოორდინაციას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროგრამის
მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული
განვითარების პროცესს პედაგოგების, ტრენერების და განათლების სპეციალისტებისტებისათვის
პროფესიული ზრდის საშუალებების შეთავაზების გზით. პესტალოცის პრგრამისფარგლებში მასწავლებლებს
საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლ;ო პროგრამების
ერთობლივად დასაგეგმად და განსხორციელებლად, პროფესიული კავშირები დაამყარონ ევროპის
სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან.
პროგრამის
ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ძირითადი თემატიკაა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების
ხელშეწყობა სკოლებში, ადამიანთა უფლებების სწავლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა.
საქართველო
პროგრამა ”პესტალოციში” 2009 წლიდან ჩაერთო. 2009-2011 წლის განმავლობაში ”პესტალოცის”
პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ სემინარებსა და სამუშაო
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 32-მა ქართველმა პედაგოგმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების
ექსპერტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. |