პროგრამა პესტალოცის ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები ბეჭდვა E-mail

პროგრამა პესტალოცი სამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს:

1) ევროპული სამუშაო შეხვედრები  - აღნიშნულ შეხვედრებს გეგმავს ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომელშიც იმართება კონკრეტული ღონისძიება. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 15-20 მონაწილე. სამუშაო შეხვედრების საშუალო ხანგრძლივობაა 3-5 დღე. სამუშაო შეხვედრების ნუსხა განისაზღვრება ევრო საბჭოს მიერ ყოველი წლის დასაწყისში და შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ან პროგრამა პესტალოცის ვებგვერდზე. შესაძლებელია, ევროსაბჭოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრების ნუსხაში წლის განმავლობაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები.

2) ევროპული სემინარები - ორგანიზებულია ბად ვილდბადის აკადემიის მიერ, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს.  ბად ვილდბადის აკადემიის მიერ ორგანიზებული სემინარების საერთო ხანგრძლივობა არის 2-3 დღე.

3) ევროპული ტრენინგ მოდულები - აღნიშნულ ტრენინგ მოდულებში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ მხოლოდ მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში, რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს და გეგმავენ, მომავალში შეიმუშავონ და დანერგონ ტრენინგ მოდულები ევროსაბჭოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებებით, კერძოდ: დემოკრატია,ადამიანთა უფლებებს სწავლება სკოლაში და კანონის უზენაესობა.

ევროპული ტრენინგ მოდული მოიცავს 5 ფაზას: დაგეგმვა და მომზადება (6-8 თვე),   A მოდულის შეხვედრაზე დასწრება(3-4 დღე), საკუთარი ტრენინგ-მოდულის შექმნა დ ა პილოტირება (6-8 თვე, ონლაინ რეჟიმში ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა), B მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), ტრენინგ მოდულის განახლება და რედაქტირება (2-3 თვე).   პროგრამის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა გააკეთოს მის მიერ შემუშავებული და ჩატარებული ტრენინგ მოდულის პრეზენტაცია. უშუალოდ ტრენინგში მონაწილეობის გარდა მონაწილე ტრენერი ვალდებულია ითანამშრომლოს ევროპელ კოლეგებთან 12 – 18 თვის განმავლობაში.