|
პროგრამა
”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის
მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებსა
და მასწავლებელთა ტრენერებს, ხოლო ევროპულ ტრენინგ მოდულებში - მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც ახორციელებენ
ტრენინგებს საგანმანათლებლო სფეროში. თითოეული ევროპული ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა
და სემინარის ორგანიზატორი ორგანიზაცია თავად აწესებს კრიტერიუმებს მასწავლებელთა შესარჩევად.
პროგრამაში
მონაწილე ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს სასურველი ტრენინგისა თუ სემინარის სამუშაო
ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეზე.
პროგრამა
”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა შეავსონ
სამუშაო შეხვედრისა თუ სემინარის შესაბამისი
სპეციალური სააპლიკაციო
ფორმა იმ ენაზე, რა ენაზეც გაიმართება ევროპული სემინარი თუ სამუშაო შეხვედრა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაცია უნდა შეავსოთ მთავრული ასოებით (Capital
Letters). შევსებული აპლიკაციის ბოლო გვერდზე
ხელს აწერს კანდიდატი და მისი დამსაქმებელი, ასევე სააპლიკაციო ფორმა უნდა დადასტურდეს
დამსაქმებლის ბეჭდით.
ევროპულ ტრენინგ
მოდულში მონაწილეობის მისაღებად ტრენერმა უნდა მიმართოს პროგრამის კოორდინატორს, წარმოადგინოს
სამუშაო გეგმა და პროგრამაში მონაწილეობის მიღების მოტივაცია. |