ხშირად დასმული შეკითხვები: ბეჭდვა E-mail

ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამა "პესტალოციში"?

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებზე  მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებელთა ტრენერებს, ხოლო ევროპულ ტრენინგ მოდულებში  - მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც ახორციელებენ ტრენინგებს საგანმანათლებლო სფეროში. თითოეული ევროპული ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და სემინარის ორგანიზატორი ორგანიზაცია თავად აწესებს კრიტერიუმებს მასწავლებელთა შესარჩევად.

რა თემებს ეხება პროგრამის სამუშაო შეხვედრები, სემინარები და ტრენინგ მოდულები?

პესტალოცის პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება სამუშაო შეხვედრები და სემინარები ევროსაბჭოს პრიორიტეტულ მიმართულებებთან შესაბამისობაში:

-          განათლება დემორატიული მოალაქეობისათვის და ადამიანთა უფლებების სწავლება;

-          ინტერკულტურული განათლება და სოციო-კულტურული მრავალფეროვნება;

-          ისტორიის სწავლება;

-          კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების სწავლება;

-          ბავშვთა უფლებები;

-          ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია;

-          მედიაწიგნიერება;

-          გენდერული თანასწორობა განათებაში;

-          სწავლების მეთოდოლოგია.

რა პროცედურების გავლა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებზე  მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა შეავსონ სამუშაო შეხვედრისა თუ სემინარის შესაბამისი  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა იმ ენაზე, რა ენაზეც გაიმართება ევროპული სემინარი თუ სამუშაო შეხვედრა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაცია უნდა შეავსოთ მთავრული ასოებით (Capital Letters).  შევსებული აპლიკაციის ბოლო გვერდზე ხელს აწერს კანდიდატი და მისი დამსაქმებელი, ასევე სააპლიკაციო ფორმა უნდა დადასტურდეს დამსაქმებლის ბეჭდით.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის  საფუძველზე მოხდება კანდიდატების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც თითოეულ შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება პროგრამის თანამშრომელი და ტელეფონით გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით (გასაუბრება, შესაძლოა, ჩატარდეს ევროპული სემინარისა თუ ტრენინგის სამუშაო ენაზე). საქართველოს კოორდინატორის მიერ იდენტიფიცირეფული კანდიდატების აპლიკაციები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ორგანიზატორი მხარე. 

 

რა განსხვავებაა სამუშაო შეხვედრას,  სემინარსა და ტრენინგ მოდულს  შორის?  

”პესტალოცის” სამუშაო შეხვედრებს  გეგმავს ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომელშიც იმართება კონკრეტული ღონისძიება. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 15-20 მონაწილე. სამუშაო შეხვედრების საშუალო ხანგრძლივობაა 3-5 დღე. სამუშაო შეხვედრების ნუსხა განისაზღვრება ევრო საბჭოს მიერ ყოველი წლისდასაწყისში და შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ან პროგრამა პესტალოცის ვებგვერდზე.

”პესტალოცის” სემინარები ორგანიზებულია ბად ვილდბადის აკადემიის მიერ, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს.  ბად ვილდბადის აკადემიის მიერ ორგანიზებული სემინარების საერთო ხანგრძლივობა არის 2-3 დღე. ყოველწლიურად ტარდება 3-4 ევროპული სემინარი.

პესტალოცის ტრენინგ მოდულებში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ მხოლოდ მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში და რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს და გეგმავენ მომავალში შეიმუშავონ და დანერგონ ტრენინგ მოდულები ევროსაბჭოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებებით,კერძოდ: დემოკრატია,ადამიანთა უფლებებს სწავლება სკოლაში და კანონის უზენაესობა.

ევროპული ტრენინგ მოდული მოიცავს 5 ფაზას: დაგეგმვა და მომზადება (6-8 თვე),   A მოდულის შეხვედრაზე დასწრება(3-4 დღე), საკუთარი ტრენინგ-მოდულის შექმნად ა პილოტირება (6-8 თვე, ონლაინ რეჟიმში ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა), B მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), ტრენინგ მოდულის განახლება და რედაქტირება (2-3 თვე).   პროგრამის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა გააკეთოს მის მიერ შემუშავებული და ჩატარებული ტრენინგ მოდულის პრეზენტაცია. უშუალოდ ტრენინგში მონაწილეობის გარდა მონაწილე ტრენერი ვალდებულია ითანამშრომლოს ევროპელ კოლეგებთან 12 – 18 თვის განმავლობაში.

როდის ცხადდება პროგრამა და როდის არის აპლიკაციის საქართველოს კოორდინატორისათვის გაგზავნის ბოლო ვადა?

სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ტრენიგ მოდულების  ნუსხა განისაზღვრება ევრო საბჭოს მიერ ყოველი წლის დასაწყისში.  თითოეულ აქტივობა ხორციელდება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის კოორდინაციით. შესაბამისად, თითოეულ შეხვედრას მითითებული აქვს ინდივიდუალური ბოლო ვადა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გვერდზე განთავსებულ ნუსხაში მითითებულია კონკრეტული ღონისძიებისათვის აპლიკაციის საქართველოს კოორდინატორისათვის გამოგზავნის ბოლო ვადა. გვიან და უსრულად გამოგზავნილი აპლიკაციები არ განიხილება.

თუ ერთხელ უკვე მივიღე მონაწილეობა პროგრამაში, შემიძლია კიდევ შევიტანო განაცხადი სხვა ტრენინგზე ან სემინარზე მონაწილეობის მისაღებად?

ევროსაბჭოს პროგრამა ”პესტალოცის” წესების თანახმად კანდიდატს უფლება აქვს მონაწილება მიიღოს ’პესტალოცის” პროგრამაში ტრენინგში მონაწილეობიდან 2 წლის შემდეგ.

 ვინ იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში შესარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით?

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის  საფუძველზე მოხდება კანდიდატების იდენტიფიცირება საქართველოს კოორდინატორის მიერ, რის შემდეგაც თითოეულ შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება პროგრამის თანამშრომელი და ტელეფონით გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით (გასაუბრება, შესაძლოა, ჩატარდეს ევროპული სემინარისა თუ ტრენინგის სამუშაო ენაზე). საქართველოს კოორდინატორის მიერ იდენტიფიცირეფული კანდიდატების აპლიკაციები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ორგანიზატორი მხარე. 

რა დონეზე უნდა იცოდეს მონაწილე მასწავლებელმა ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის სამუშაო ენა?

პროგრამაში მონაწილე ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს სასურველი ტრენინგისა თუ სემინარის სამუშაო ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეზე.

იმ შემთხვევაში , თუ შერჩეული ვარ მონაწილედ, ვინ ფარავს მგზავრობის და ტრენინგში მონაწილეობის ხარჯებს?

”პესტალოცის” ტრეინინგებსა და სემინარებში მონაწილე პირი თავად უწევს ორგანიზებას მგზავრობასა და ვიზიტის დაგეგმვას. შერჩეული მონაწილეს სამუშაო შეხვედრაზე ან სემინარზე გამგზავრებამდე თვითმფრინავის ბილეთის თანხას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აანაზღაურებს წინასწარ.  ტრეინინგისა თუ სემინარიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობისათვის მგზავრობის და  სასტუმროს ხარჯებს დაფარავს ევროსაბჭო მონაწილეთა მიერ სრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.  

გაიცემა თუ არა სამუშაო შეხვედრაში, სემინარსა და ტრენინგ მოდლში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი?

როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგ მოდულებში მონაწილეებს გადაეცემა ევროსაბჭოს საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამა პესტალოცის ვებგვერდი ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს საქართველოში:

ნინო რევიშვილი

ევროსაბჭოს პროგრამა "პესტალოცი" 

საქართველოს კოორდინატორი

ელ-ფოსტა: nrevishvili@tpdc.com