ჟურნალი "მასწავლებელი" ბეჭდვა E-mail
ჟურნალი "მასწავლებელი" მასწავლებლის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, ინფორმირების, გამოცდილების გაზიარების, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ჟურნალის გამოცემა 2008 წელს დაიწყო. 2009 წლიდან განახლდა ჟურნალის დიზაინი, გაიზარდა მისი გამოცემის ინტენსივობა და ახლა უკვე მასწავლებლები ჟურნალს ყოველ ორ თვეში ერთხელ იღებენ.

საზოგადოება დღეს ურთულეს მისიას აკისრებს სკოლას. სამოქალაქო ცნობიერების, პოლიტიკური კულტურის, ტოლერანტობის ნაკლებობის, არასრულწლოვანთა დანაშაულის და ნარკომანიის პრობლემებზე საუბრისას, გვჯერა, მათი გადაჭრის გზა მასწავლებელზე, სკოლაზე გადის. ვფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსი იმ მიზნების ადეკვატური უნდა იყოს, რომელთა განხორციელებასაც საზოგადოება მისგან ითხოვს. ინფორმირებისა და პროფესიული დისკუსიის გზით, გვსურს, ამ მისიის წარმატებით განხორციელებაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.

ჟურნალის საშუალებით გამოცხადდა რამდენიმე კონკურსი მასწავლებლებისათვის. კონკურსის ფარგლებში მასწავლებლები გვაწვდიდნენ სხვადასხვა თემაზე შექმნილ სასწავლო მასალას (ეკოლოგიურად ცნობიერების ამაღლება, კლასში რთული ბავშვია, როგორ გავხადოთ გაკვეთილი საინტერესო, ინტერნეტი:სასარგებლო რესურსი მასწავლებელბისათვის). 

ჟურნალი "მასწავლებელი" ყოველ ორ თვეში ერთხელ ყველა სკოლაში უფასოდ რიგდება; ხელმისაწვდომია პრესის გავრცელების ადგილებში და, ასევე, ჟურნალის ხელმომწერებს საქართველოს ყველა რეგიონში შეუძლიათ მისი მიღება.მასწავლებელმა "მასწავლებელთან" უნდა ითანამშრომლოს, რადგან მხოლოდ მათი მონაწილეობითა და მოსაზრებების გაცვლის გზით შეგვიძლია სწორი მიმართულებების განსაზღვრა.

მასწავლებლებისთვის 2010 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მათ თანამედროვე გამოწვევებს უნდა უპასუხონ და მოემზადონ სერტიფიცირებისთვის. ”მასწავლებელიც” ცდილობს, ამ მზადების პროცესში აქტიურად მიაწოდოს პედაგოგებს სასარგებლო მასალა.

ჟურნალი ზრუნავს, რომ საზოგადოებას უკეთესი სკოლა და მასწავლებელი ჰყავდეს. ვცდილობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს. დღეს განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ბევრი გვაქვს სასაუბრო იმ ღირებულებებსა და სწავლა-სწავლების მეთოდებზე, რომელთა დამკვიდრებაც გვსურს. ეს პროცესი მასწავლებლის აზრის გათვალისწინების გარეშე, ბუნებრივია, შედეგს ვერ გამოიღებს. განათლების სფეროს წარმატებას, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გარდა, თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა განაპირობებს. ამისათვის სკოლებში ჟურნალ "მასწავლებლის" საფოსტო ყუთები განვათავსეთ, ჟურნალის ყველა ნომერში გამოცხადებული კონკურსების მასალებისა და წერილების მისაღებად.

 

ჟურნალ ”მასწავლებლის” გამოსაწერად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით:

სს ბაზის ბანკი

ანგარიშის ნომერი: CBASGE22

საიდენტიფიკაციო კოდი: 202374251

ჟურნალის გამოწერის ღირებულებაა ერთი წლით - 12 ლარი

ჟურნალ "მასწავლებლის" შემოთავაზება