|
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსი შეიმუშავეს. კურსი ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვა.
სამუშაო პროცესში მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
ტრინინგის განმავლობაში ყოველ სასწავლო მოდულს შესაბამისი უწყების წარმომადგენელი უძღვებოდა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული სავარჯიშოები, ხოლო ტრენინგის ბოლო დღეს ჩატარდა შემაჯამებელი პრაქტიკული (როლური თამაში), რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა მიღებული ცოდნის გამოვლენა შეძლეს.
ტრენინგი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, რომელიც 2010 წლის ივლის-აგვისტოს განხორციელდა, გადამზადდა მე-12 კლასის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების 2 255 მასწავლებელი, ხოლო მეორე ეტაპზე, ნოემბერ-დეკემბერში მე-4 და მე-8 კლასის 2 500 მასწავლებელი.
სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება სკოლებში 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
|